воскресенье, 18 октября 2015 г.

პროექტის პორტფოლიო

დასრულდა ტრენინგი "პროექტებით სწავლება".ეს ტრენინგი ჩემთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი  იყო, თან დაძაბული.ბევრ რამეში გავერკვიე.მადლობა ჩემს ტრენერს ქალბატონ ირინას დიდი ყურადღებისა და დაუღალავი შრომისათვის.ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემს შემდგომ მუშობაში.




суббота, 17 октября 2015 г.

განვსაზღვრე ჩემი პროექტის მიხედვით რა სახის დიფერენცირება უნდა მომეხდინა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და რა სახის აქტივობა მიმეცა მათთვის,რომ დასაძლევი ყოფილიყო პროექტში ჩართულობა. გამოვყავი არაქართულენოვანი მოსწავლე, ნიჭიერი და გავაკეთე კლასიფიკაცია კითხვები, ნახატებისა და ცხრილების მიხედვით ამის შემდეგ მათი დაინტერესება აქტიურობა გაიზარდა.

воскресенье, 11 октября 2015 г.

ვისწავლე, როგორ შევაფასო მაღალი დონის უნარები.მოსწავლეთა ნაშრომის შესაფასებლად შევარჩიე შეფასების რუბრიკა.გავითვალისწინე ჩემი პროექტის მიმდინარეობა და განხორციელებული აქტივობები.შეფასების სტრატეგიების გათვალისწინებით გავაკეთე მოსწავლეთა ნაშრომის შეფასება და ჩავყარე შესაბამის საქაღალდეში.კოლეგასთან მოვახდინე აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

суббота, 10 октября 2015 г.

განვიხილეთ და ვისაუბრეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებზე,მათი შექმნის ინსტრუმენტებსა და მეთოდებზე.შევქმენი ნაშრომის  ნიმუშები და გავითვალისწინე ის პრიორიტეტული ნაშრომები ,რომელიც გამიყვანს მაღალ პროფესიულ უნარებზე. ვვარაუდობ,რომ მოსწავლეთა ნაშრომები დამეხმარება პროექტის სწორი მიმართულებით წარმართვაში.